აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად კელი ნაით კრაფტი წარადგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა მიკრობგლოგ "ტვიტერში" გამოაქვეყნა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ელჩი კანადაში, კერი ნაით კრაფტი წარდგენილია გაეროში აშშ-ის ელჩად. მან არაჩვეულებრივად იმუშავა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის რანგში და დარწმუნებული ვარ გაეროშიც უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს. ვულოცავ მას და მის ოჯახს", - დაწერა ტრამპმა.
მანამდე, გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჰიზერ ნაუერტი, რომელმაც კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა.
გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ აღნიშნული თანამდებობა ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვა.