1-ლი იანვრიდან დღედე ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა, - ინფრომაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„1-ლი იანვრიდან დღედე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა“, - იტყობინება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან - 120 ლარის ოდენობით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24 საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.