თურქეთის ქალაქ კაისერის სასტუმროებსა და ე.წ. ბორდელებში არალეგალური მიგრაციისა და პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში ოპერაციები ჩატარდა.
ოპერაციის შედეგად, დაკავებულია, საქართველოს 5, აზერბაიჯანის 5 და თურქეთის 1 მოქალაქე. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ყველა დაკავებული 20-23 წლის ახალგაზრდა ქალია, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან.