ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატი, კალიფორნიის შტატის ხელმღვანელობით, სასამართლოში ასაჩივრებს პრეზიდენტ ტრამპის აქტს მექსიკის საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარების გამოცხადების თაობაზე.
სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოს უკვე წარედგინა.
კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ქსავიერ ბასერას თქმით, ისინი ტრამპს „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“ ადანაშაულებენ.
„ჩვენ ვაპროტესტებთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების გადამხდელის ფულის არამიზნობრივად გამოყენებას, კონგრესის გვერდის ავლით. პრეზიდენტის პოსტი არ არის თეატრი“, - განაცხადა ქსავიერ ბასერამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, დონალდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.