ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მუდამ მზადაა იმისათვის, რომ იყოს ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.
აღნიშნული განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ბიუჯეტისა და ადამიანური რესურსების საკითხებში ევროკომისართან, გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და დასძინა, რომ მართალია, „ევროკავშირსა და ბელარუსს შორის იყო და იქნება გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას არ აქვს ქრონიკული ხასიათი და შესაძლებელია მათი გადაწყვეტა“.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთმანეთის მეზობლებად ღმერთმა შეგვარჩია, ჩვენ არ შეგვეძლო ამის არჩევა, სწორედ ამიტომ, მოვალენი ვართ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. ბელარუსი ყოველთვის იქნება მათი საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
აღსანიშნავია, რომ დღე, 18 თებერვალს გამართული შეხვედრა ლუკაშენკოსა და ოტინგერს შორის მოჰყვა, ბელარუსის პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრას, სადაც მათ გამართეს მოლაპარაკებები ბელარუსი და რუსი ერების უფრო მეტად ინტეგრირების შესახებ.
2016 წელს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.