გერმანელი ფილოსოფოსისა და კომუნისტის კარლ მარქსის საფლავი უცნობმა პირებმა კიდევ ერთხელ დააზიანეს. ეს უკვე საფლავზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
ამჯერად, კარლ მარქსის საფლავს უცნობმა პირებმა წითელი საღებავით „სიძულვილის დოქტრინა“ და „გენოციდის არქიტექტორი“ დააწერეს.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონში, კარლ მარქსის საფლავის ქვა ჩაქუჩით დააზიანეს.
აღსანიშნავია, რომ ვერცერთ შემთხვევაში თავდამსხმელის დაკავება ვერ მოხერხდა.
ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლის, მაქსველ ბლოუფილდის თქმით, ის შოკირებულია ბოლოდროინდელი ვანდალური ფაქტების გამო და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებულად სამწუხაროა, რადგან ამ ადგილს ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
წარსულში, კარლ მარქსის საფლავი არაერთხელ დაუზიანებიათ.