აზამ ჯანგრავი, ერთი წლის წინ, თეირანში რევოლუციის მოედანზე, ელექტროენერგიის ბოძზე აძვრა, ჰიჯაბი მოიძრო და ჰაერში დაიწყო მისი ფრიალი. თეირანის მოქალაქეები მოუწოდებნენ, ბოძიდან ჩამოსულიყო, მაგრამ ის არავის უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამ პროტესტის გამო, აუცილებლად დააკავებდნენ. მისი თქმით, მან ეს ყველაფერი თავისი 8 წლის ქალიშვილისთვის გააკეთა.
„ჩემ თავს ვეუბნებოდი, ვერა არ უნდა გაიზარდოს იმ პირობებში, რაშიც მე მომიწია გაზრდა. საკუთარ თავს ვუმეორებდი - ამის გაკეთება შეგიძლია, ამის გაკეთება შეგიძლია! ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი. თითქოს მე არ ვიყავი მეორადი სქესის წარმომადგენელი”, - განაცხადა ჯანგრავიმ
აზამ ჯანგრავი პროტესტის შემდეგ გაასამართლეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს და ისლამის კანონის დარღვევისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვიდრე პატიმრობაში აიყვანდნენ, მან მოახერხა და ირანიდან შვილთან ერთად გაიქცა: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, უკან დავტოვე ჩემი ცხოვრება, ჩემი სახლი, ჩემი მანქანა და გავიქეცი ", - თქვა მან.
ჯანგრავი დედასთან დაკავშირებით იხსენებს სიუჟეტებს, რომლებიც რევოლუციამდე ცხოვრებას შეეხებოდა: "მან მითხრა, რომ რევოლუციამ დიდი სექსიზმი გამოიწვია და ამ პროცესებმა ქალები და კაცები ერთმანეთისგან გაყო“.
„რა თქმა უნდა, არ ველი რომ ყველას ეყოფა გამბედაობა რევოლუციის მოედანზე ბოძზე აძვრეს და გააპროტესტოს, მაგრამ ამ აქტით, მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩვენი ტანჯვის შესახებ”, - განაცხადა აზამ ჯანგრევმა
„ამნესტი ინთერნეშენალის“ ინფორმაციით, 39 ადამიანია ჰიჯაბის პოტესტის გამო დაკავებული, ხოლო 55 ქალი ფეხბურთის მოედანზე უკანონოდ შესვლისთვის.
შეგახსენებთ, რომ იანში ქალებს ნებართვის გარეშე ფეხბურთის მოედანზე შესვლა ეკრძალებათ.
11 თებერვალს, ირანის რევოლუციიდან 40 წელი გავიდა. მას შემდეგ ირანში ქალები იძულებით ატარებენ თავსაბურავს თმის დასაფარად. კანონების დამრღვევებს საჯაროდ სჯიან, აჯარიმებენ და აპატიმრებენ.