ათეულობით მაღაროელი, რომლებიც ზიმბამბვეში, ქალაქ კადომას ორ მაღაროში ოქროს მოიპოვებდა სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ზიმბამბვეს პოლიციის განცხადებით, სამაშველო ჯგუფი ცდილობს მაღაროდან დატბორვის შედეგად დამდგარი წყალი ამოტუმბოს. შეშფოთებული ოჯახის წევრები ადგილზე იმყოფებიან იმ იმედით, რომ მათ ახლობლებს გადაარჩენენ. გავრცელებული ინფორმაციით, 38 ადამიანია დატბორილ მაღაროებში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზიმბამბვეში ძლიერი წვიმის შედეგად კაშხაილი დაიშალა, რამაც ორი ოქროს მომპოვებელი მაღარო დატბორა. პოლიცია შიშობს, რომ გადარჩენილები არ იქნებიან.