ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თებერვალში გამართავენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა ბრექსიტის საკითხზე შეთანხება ჩიხიდან გამოვიდეს, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი ამ შეთანხმების გადახედვაზე კვლავ უარს ამბობს. ამის თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერისა და ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებაშია ნათქვამი.
ჟან კლოდ იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება, როგორც ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სურს, თუმცა დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
„სირთულეების მიუხედავად, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმის შესახებ, რათა წინ წასვლის გზა მოიძებნოს, რომელიც მხადაჭერას მოიპოვებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და დაიცავს ევროპის საბჭოს მიერ შეთანხმებულ მითითებებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ტერეზა მეი და ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთს თებერვლაში შეხვდებიან.