ავიაკომპანია Norwegian-ის თვითმფრინავი სტოკჰოლმში, არლანდის აეროპორტში დაბრუნდა ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ.
სტოკჰოლმის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველები ამ დროისთვის სწავლობენ ავაიკომპანიის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაციას.
მედიის ცნობით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც Boeing 737 აეროპორტიდან აფრინდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 169 ადამიანი იმყოფებოდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიფრინავდა.