რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ დასავლეთ ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუმინეთს კორუფციისა და ანტისამთავრობო გამოსვლების დარბევის გამო აკრიტიკებენ, ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
დენჩილე, რომლის მთავრობა, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, აცხადებს, რომ კორუფცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც აქტუალური პრობლემაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში სინანულით დასძინა, რომ ევროკავშირის ლიდერებს პროტესტი არ გამოუხატავთ „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტანტების მიმართ საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამო.
ბოლო თვეების მანძილზე, ევროკომისია და ევროპარლამენტი რუმინეთს კორუფციასთან არასათანადო ბრძოლის გამო აკრიტიკებენ.