აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერს, სარა სანდერსს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად ღმერთის დახმარებით აირჩიეს.
„ვფიქრობ, რომ ღმერთი ყველა ჩვენგანს სხვადასხვა დროს სხვადასხვა საქმისკენ მოგვიწოდებს, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩეულიყო, ამიტომაც ის გახდა პრეზიდენტი“, - განაცხადა სანდერსმა ქრისტიანულ ტელეკომპანია CBN-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან დაარწმუნა ქრისტიანი მაყურებლები, რომ სირიიდან ამერიკის ჯარების გასვლა, ამ ქვეყანაში ქრისტიანების განადგურებას არ გამოიწვევს.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს და ქურთებს“, - აღნიშნა სანდერსმა. „მათ, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი თითქოს უყურადღებოდ ტოვებს ნებისმიერ პოტენციურ პრობლემას, არ ესმით იმ ფუნდამენტალური გადაწყვეტილებისა, რომელიც მან მიიღო“, - დასძინა სანდერსმა.
ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქრისტიანული ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა.