უცნობი მამაკაცი საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ დამაარსებლის ჟან-მარი ლე პენის ცოლს, ჟანი ლე პენს თავს დაესხა, სცემა და გაძარცვა. ინციდენტი პარიზის გარეუბან სელ-სან კლოდში მოხდა. ამის შესახებ გაზეთი Parisien-ი იუწყება.
86 წლის ჟანი ლე პენმა მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. როდესაც ის ავტომობილიდან გადმოვიდა, მას თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, ძირს დააგდო, მუშტებით და ჩაფხუტით რამდენჯერმე დაარტა და მისი ჩანთა გაიტაცა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან სკუტერით მიიმალა, რომელსაც მისი თანამზრახველი მართავდა. თავდამსხმელებმა ლე პენის ბანკის ბარათის გამოყენება სცადეს, რომელზეც 2400 ევრო იყო დარიცხული.
ჟანი ლე პენი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა მარცხენა იდაყვი და კისერი. მიმდინარეობს გამოძიება.