აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააკავეს. მას ბრალი შვიდ საქმეში ედება. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიცის სამინისტრო იუწყება.
„საბრალდებო დასკვნა შეიცავს შვიდ საქმეს, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, მოწმის მოსყიდვას და ცრუ მოწმეობას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კერძოდ, ნათქვამია, რომ სტოუნი ხშირად აძლევდა ცრუ ჩვენებებს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში მისი თანამშრომლობის შესახებ ორგანიზაციებთან, რომელთა სახელწოდებები არ არის მითითებული.
მრჩევლის დაკავება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიას და რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის საქმეს იძიებს.