დღეს, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორი მოძრაობის, "არას" ოფისიდან აცნობეს, მიტინგი ე. წ. პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.
აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები, ადვოკატები და პატიმრების ახლობლები მიიღებენ.