ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეუღლესთან ერთად ჩინეთში ჩავიდა. ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით შედგა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 10 იანვრამდე გაგრძელდება.
კიმ ჩენ ინის ვიზიტი ჩინეთში შესაძლოა უკავშირდებოდეს მასსა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო შეხვედრის წინ ფხენიანისა და პეკინის ერთობლივ სამუშაოების წინასწარ შეთანხმებას.
ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინისგან მიიღო შესანიშნავი წერილი. ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის ადგილად ვიეტნამის დედაქალაი ჰანოი განიხილება.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდება.