ერაყის მთავრობა ქრისტიანებს შობას ულოცავს
"ბედნიერ შობას ვუსურვებთ ჩვენს ქრისტიან მოქალაქეებს, ყველა ერაყელს და მათ, ვინც შობას ზეიმობს მთელს მსოფლიოში“, - ნათქვამია Twitter-ში მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტელეარხ Al-Arabia-ს ცნობით, ერაყელი ქრისტიანები პირველად აღნიშნავენ შობას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლებულ რაიონებში. ერაყში სამხედრო დაპირისპირებამდე 1,5 მლნ ქრისტიანი ცხოვრობდა, აჟამად მათი რაოდენობა მხოლოდ 300 ათასს შეადგენს.
გავრცელებული ცნობით, ერაყის პარლამენტს თხოვნით მიმართეს ბაბილონის პატრიარქმა და ერაყის არქიეპისკოპოსმა, რათა ქვეყანაში შობა უქმე დღედ გამოცხადებულიყო.