2010 წლის განმავლობაში გახშირებულ ხანძრების მიზეზად სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე კლიმატურ პირობებთან ერთად მოსახლეობის დაუდევრობასაც ასახელებს.
პაპუნა ხაჩიძის განმარტებით, ტურისტული სეზონის აქტივობის პერიოდში, საქართველოში ჯამში 430 ჰექტრმდე ტყის მასივი განადგურდა.
სააგენტოს თავმჯდომარე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეტი გულისხმიერებისკენ.Bდაუდევრობის შემთხვევაში, რაც ტყის მასივში ხანძრის გაჩენას გამოიწვევს, აღიძვრება სისიხლის სამართლის საქმე.
"ხანძრები მღალ ტემპერატურასთან ერთად მოსახლეობის დაუდევრობამაც გამოიწვია. ყველაზე დიდი ფართობი ამ ზაფხულის განმავლობაში აწყურის ტყეში დაიწვა. მინდა მოვუწოდო მოსახლოებას, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ხანძრის გაჩენის ალბათობა თავიდანვე იქნეს აცილებული. იმავდროულად მინდა ავღნიშნო რომ ხანძრის განზრაც გაჩენა ისჯება კანონმდებლობით"- განაცხადა პაპუნა ხაჩიძემ.
სატყეო სააგენტოს თავმჯდომარიოს ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე 20 ჰა, აწყურის სატყეო უბანზე 300 ჰა, დაბა სურამში 10 ჰა, რაჭისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 20-20 ჰა, ხოლო ყვარლის სატყეო უბანზე 50 ჰა ტყის მასივი განადგურდა.
ხაჩიძე აცხადებს, რომ ხანძრის ძირითადი კერები მთელი საქართველოს მასშტაბით ლიკვიდირებულია.
"ადგილზე სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე გამოყენებული იყო საჰაერო ტექნიკა. ხანძარს მოხალისეებიც - ადგილობრივი მოსახლეობა და 500 -მდე ჯარისკაციც ებრძოდა"- განაცხადა სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელია ის მატერიალური ზარალი რაც ხანძრების შედეად ქვეყანას მიადგა.
"ამ დრომდე ხანძრის ლიკვიდაციაზე ვიყავით ორიენტირებული და ზარალი არ დაგვითვლია, თუმცა ხანძრები ფაქტობრივად უკვე ლიკვიდირებულია და ზარალის დათვლასაც დავიწყებთ"- აცხადებს ხაჩიძე.
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისათვის დამწვარი ტყის მასივების შესწავლა მიმდინაროებს და ამის შემდეგ გადაწყდება ტყის ესათუის უბანი ბუნებრივად განახლდება თუ ხელოვნური ჩარება იქნება საჭირო.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2008 წელს ქვეყნის მაშტაბით 1269,5 ჰა ფართობი განადგურდა, 2009 წელს - 717,9 ჰა, ხოლო 2010 წლის 31 ივლისის მდგომარეობით 430 ჰექტარია განადგურებული.