პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF FM ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ მაიდან-სელეცში მოხდა.
მონაცემები დაადასტურეს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ადგილობრივი ხელისუფლება ობიექტის ჩამოვარდნის გარემოებებს სწავლობს
აღნიშნულია, რომ ობიექტი შენობებიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.