ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ექს-თავმჯდომარეზე შეხედულება შეიცვალა. ამის შესახებ "ჯ-ეიჩ-ენს" რამაზ საყვარელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
"მეჩვენება, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში პოზიცია შეიცვალა. ადრე თუ ბურჯანაძე სააკაშვილი ბანდიტების ხელმძღვანელად და მთავარ კრიმინალად ასახელებდა, ახალა უკვე არაგუნდურ მუშაობაში დადანაშაულა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვალ ოპოზიციის მიმართ ბევრად კორექტული იყო, ვიდრე მისი სხვა გამოსვლები.
"რევოლუციონერ ლიდერებს ხშირად ჩვევიათ თავის ოპონენტების ლანძღვა, ამ კუთხით შეგვიძლია მაგალითად ლენინი და სტალინი მოვიყვანოთ, რომლებიც ოპონენტებს საშინელი ფრაზებით მოიხსენებდნენ", - აღნიშნა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ გამოსვალში ნინო ბურჯანაძე გუნდისათვის მიუღებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა. "როგორც კი საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ წამოგვიყენა ის პირობები რომელიც ცდებოდა გუნდური თამაშისა და პრინციპების საკითხს, ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამის მიღება იყო შეუძლებელი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.