ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს.
დღევანდელ ყრილობას, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს, 41 დელეგატი ესწრებოდა.
გიორგი ათაბეგაშვილს მხარი 40-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა.
გიორგი ათაბეგაშვილის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობით დაიწყებს ფედერაცია შემდეგი ტურნირებისთვის მზადებას. მისივე თქმით, ის ასევე აპირებს იმ სპორტსმენებთან შეხვედრას, რომლებმაც დღევანდელი არჩევნების მიმართ პროტესტი გამოთქვეს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დავით ხახუტაშვილმა, დავით ქევხიშვილმა, დავით ხახალეიშვილმა და გიორგი ალექსიძემ კანდიდატურები მოხსნეს.