საბერძნეთის ქალაქ სალონიკში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ამჯერად საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს პირველობაზე ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ნიკო კუცია (82) და მინდია ბოდაველი (90) ფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. შანგი კუზანაშვილმა (52) და მირიან პავლიაშვილმა (100) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
52 კგ უშანგი კუზანაშვილი
57 კგ ავთანდილ ცერცვაძე
62 კგ ლევან კოჩიევი
68 კგ ბექა იმერლიშვილი
74 კგ გელა სანიკიძე
82 კგ ნიკო კუცია
90 კგ მინდია ბოდაველი
100 კგ მირიან პავლიაშვილი
+100 კგ ალექსი დავითაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ იაძე