"უკრაინის დამოუკიდებლობის მე-19 წლისთავზე უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველწლიურად ქვეყნის დამოუკიდებლობა უფრო მცირდება", - ამის შესახებ "რეგნუმს" უკრაინელმა პოლიტოლოგმა ანდრეი მაკსიმოვმა განუცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინა მსოფლიო გლობალიზაციის ტყვეობაშია მოქცეული და ეკონომიკური თვითმყოფადობას ვერ უზრუნველყოფს.
"უკრაინის დამოუკიდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციაა და არა რეალური ფაქტი. დიახ, არსებობს ყველა ფორმალური ატრიბუტები - ტერიტორია, საზღვრები, არმია, ხელისუფლება, ჰიმნი და სახელმწიფო დროშა, მაგრამ ეს ცოტაა. დღეს უკრაინა არის როგორც ახალგაზრდა ოჯახი საკუთარ სახლში, რომელსაც აქვს ბანკის ვალი და მშობლების დახმარების გარეშე მის გადახდა არ შეუძლია. ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა და აქ გავჩერდით. რა დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი, როდესაც ამდენი ვალი გაქვს, ენერგეტიკის სფეროთი კი რუსეთზე ხარ დამოკიდებული. გაზზე და ნავთობზე კი ფასების გაზრდა მეზობლის კეთილგანწყობის მიხედვით იცვლება. დიახ, ჩვენ ოფიციალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ფაქტიურად რუსეთს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინა ყელით, ხელებით და ფეხებით ჰყავს დაჭერილი. ასე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა გარკვეულწილად ილუზია", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
მისვე შეფასებით, დამოუკიდებლობა, როგორც წესი, შედგება დამპყრობლის წინააღმდეგ გალაშქრებით და გარე საფრთხეებზე რეაგირებით. თუმცა, უკრაინის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ დაიწყოს საბოლოო "განქორწინება მოძმე რუსეთთან".
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, 1991 წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესმა რადამ უკრაინის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გახდა.