აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერიც ავრცელებს.
იშაქ დარის თქმით, პაკისტანი ყოველთვის მიისწრაფვოდა მშვიდობასა და უსაფრთხოებისკენ რეგიონში, „სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისების გარეშე“.