რუსეთმა გვალვისა და მაღალი სიცხეების შედეგად მოსავლის მეხუთედი დაკარგა. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა საფურაჟე სექტორი, სადაც დანაკარგი 25-30 %-ს აღწევს. ასეთი შეფასება აშშ-ის მეხორბლეთა საბჭომ გააკეთა.
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გარემოება რუსეთს იძულებულს გახდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძინოს ფურაჟი. ბოლო მონაცემებით, რუსეთსი სიმინდის ძირითადი მომხმარებლები გეგმავენ უახლოეს პერიოდში დაიწყონ იმპორტი მათ შორის აშშ-იდან. საუბარია მიმუმუმ 250-300 ატას ტონა სიმინდის შეძენაზე. ზამთარში კი მიწოდება შესაძლოა 30 %-ით გაიზარდოს.
დასავლეთ ევროპის აგრარული ასოციაციებში მიიჩნევენ, რომ რუსეთს მაღალხარისხიანი ხორბლის შეძენაც მოუწევს და იმპორტს სავარაუდოდ ყახაზეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან განახორციელებს. იმპორტიორთა შორის სავარაუდოდ უზბეკეთიც იქნება, სადაც რეკორდული რაოდენობის მარცვლეული მოვიდა და მოსავლიანობამ 7 მლნ. ტონას გადააჭარბა. რუსაგროტრანსის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი იგორ პავენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთს მიმდინარე წელს 1,5-1,8 მლნ. ტონა მარცვლის შეძენა მოუწეს, მათ შორის, 1 მლნ ტონა ხორბლის.