„მსურველთა კოალიცია“ უარყოფს რუსეთის მოთხოვნებს, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა შეწყვიტონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. ჩვენ უარვყოფთ დამატებითი პირობების შესახებ ნებისმიერ წინადადებას. ჩვენ ვსაუბრობთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე ხმელეთზე, ზღვაზე, ცაში. ეს უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების განდევნის შესაძლებლობით. ყველას დახმარებიოთ, ვისაც სურვილი აქვს კოალიციას შეუერთდეს, ეს მოხდება,“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერი დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინაპირობა იარაღის მიწოდების შეჩერების ან სხვა რაიმე საკითხის შესახებ. არანაირი. უნდა ვიყოთ მკაფიონი: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას დამატებითი სანქციებისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შედეგები მოჰყვება,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს უკრაინისთვის აშშ-სა და ევროპის ქვეყნების იარაღის მიწოდების შეწყვეტას ნებისმიერი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.