დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო.  ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. 
„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- წერს ეკა წერეთელი.
“რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. 
გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე - კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.