28-30 აპრილს, თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები იმართება.
29 აპრილს, კლუბში "რესპუბლიკა" მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი "Naturally 7", ასევე Jamiroquai -ის ბენდის წევრი DJ Derrick McKenzie და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.
თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 28 აპრილს, "Event Hall"-ში ცნობილმა ამერიკულმა ჯაზ-ტრიომ „Bad Plus" გახსნა. კონცერტის დაწყებამდე, ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი - Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო წარდგა.
თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში"Miles Electric Band"-ის კონცერტით დაიხურება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.