"ქართული ოცნების" ელიტისთვის დღევანდელი დღე ტრაგიკულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
„"ქართული ოცნების" ელიტისთვის დღევანდელი დღე ტრაგიკულია. მათთვის სრული კოშმარია ივანიშვილის დაბრუნება კვირიკაშვილით დაწყებული, კალაძით დამთავრებული და ვინც გინდათ. მათთვის ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება სრული კოშმარია. მათ უკვე გაუჩნდათ ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ და ახლა დაინახავენ სინამდვილეში რა არის მათი ფასი. ეს ილუზია აბსოლუტურად საპნის ბუშტივით გასკდება.
კვირიკაშვილს რაც შეხება, ის პოლიტიკურად დასრულებულია. ის ამ ქვეყანაზე არც არის და არც იყო რასდროს. რაღაც ვალდებულებები აქვს აღებული ვიღაცებთან და ცდილობს, რომ როგორმე სანამ ამ ვალდებულებების შესრულებამდე ერთი და ორი თვე როგორმე გაწელოს, თუმცა ეს კიდევ სხვა საკითხია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.