ივანიშვილი დასავლეთს უწევს ანგარიშს, რადგან ეს მისი იძულებითი არჩევანია, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში".
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გააქტიურების გამო ქართულ ფრონტზე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნებისთვის უკანასკნელი იმედის ნაბიჯია.
"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გატარებული პრორუსული ნაბიჯები არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. მინდა ძალიან მარტივი და ცხადი მაგალითი შევახსენო საზოგადოებას - "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა არამხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ მათ გააყალბა იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული "პატრიოტთა ალიანსი" შეეყვანა პარლამენტში. ივანიშვილის რჩეული ოპოზიცია. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ღიად დაადასტურა რომ დიახ, მე ვიყავი რუსეთის აგენტიო, რაზეც ირაკლი სესიაშვილლი გამოდის და ამბობს, ეს არის კვიციანის პირადი ცხოვრების საკითხი და ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ამაზე ქვემოთ, სადრა უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.