იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ნამუშევარი „მწოლიარე შიშველი ქალი“, რომელიც 1917 წელსაა შესრულებული შესაძლოა ნიუ იორკში სოტბის აუქციონზე 150 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდოს. აუქციონი 14 მაისს ჩატარდება. ნათქვამია აუქციონის სახლის პრეს-რელიზში.
რელიზში აღნიშნულია ასევე, რომ ეს ყველაზე მაღალი საწყისი ფასია ხელოვნების ნიმუშისთვის, რომელიც აუქციონზე წარმოდგენილა. ტილო რომლის სიგრძეც დიაგონალზე 147 სანტიმეტრია, შექმნილია 1917 წელს. სულ ამ სერიის 22 სურათი არსებობს, რომელთა ნახვაც მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებშია შესაძლებელი.
აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტილო ეხლანდელი მფლობელის მიერ 2013 წელს 26,9 მილიონ დოლარად იყო შეძენილი.