ხვალ, 24 აპრილს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს ჩატარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია "თიბისი სტატუსი".
(R)