საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეზაროში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა. კულტურის კვირეული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა.
ქართული კვირეული, 11 აპრილს პალაცო გარდარიში ქართველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა. კულტურული ღნისძიებების ფარგლებში გაიმართა თუშური ტრადიციული მუსიკის კონცერტი, ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ასევე შედგა ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები“ - ს პრეზენტაცია.
ქართული კულტურის დღეები პეზაროში 18 აპრილს, როსინის საოპერო თეატრში გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ოპერის ვარსკვლაბმა: ნინო სურგულაძემ, ნინო ლეჟავამ, სულხან გველესიანმა და ოთარ ჯორჯიკიამ. მათ აკომპანიმენტს, იტალიაში საქართველოს ელჩის მეუღლე, პიანისტი ეკა მეტრეველი უწევდა.
ქართული დღეების ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების შესახებ.