23 აპრილს 12:00-დან 19:00 საათამდე რიყის პარკში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია და ისნის რაიონის გამგეობა.
რიყის პარკში მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი, დღის ბოლოს კი ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს ქ. თბილისის მერიის მუსიკალური ბენდი - "ბიგ ბენდი".
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია "იუნესკოს" საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.
გთავაზობთ ღონისძიებაში მონაწილე გამომცემლების, გამავრცელებლებისა და სხვა ორგანიზაციების ჩამონათვალს:
1.გამომცემლობა დიოგენე
2.გამომცემლობა ინტელექტი
3. გამომცემლობა არტანუჯი
4.სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
5.გამომცემლობა სიესტა
6.გამომცემლობა აგორა
7.გამომცემლობა საქწიგნი
8.გამომცემლობა რემედას
9.გამომცემლობა წიგნი+ერი
10.წიგნის მაღაზია ბუქკაფე
11.გამომცემლობა მერიდიანი
12.გამომცემლობა პალიტრა L
13.გამომცემლობა წიგნები ბათუმში
14.გამომცემლობა სეზანი
15.გამომცემლობა ინდიგო
16.ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.ელფის გამომცემლობა
18.ქ. თბილისის მერიის ბიგ ბენდი
19.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი-თბილისის თანამედროვე ბალეტი
20.სოციალური თერაპიის სახლი
21.Geobotanic