პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა უმრავლესობის ფორმირების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმას, რა პოლიტიკაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“.
„რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, მე უნდა დავამშვიდო პრეზიდენტი. პრეზიდენტი იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმას, რა პოლიტიკაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, დაკავშირებულს კრიმინალთან მიმართებაში. ხოლო „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კრიმინალთან მიმართებაში იყო ისეთი, რომ ათავისუფლებდნენ ჯაშუშებს, იწყალებდნენ დამნაშავეებს, რელიგიურ ექსტრემისტებს და ა.შ.
პრეზიდენტის ფუნქცია აქ იყო ჭანჭიკის, მაგრამ ალბათ, სხვა რამ უნდა იყოს პრეზიდენტის უფლება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ცხადია, იმ ორ გაერთიანებულ პარტიასთან ერთად, რომელიც არის “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო”.