"ოსკარის" ორგზის გამარჯვებული, ჩეხი და ამერიკელი რეჟისორი, მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ის გარდაიცვალა მშვიდად, ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში," - ამბობს მისი მეუღლე, მარტინა და დასძენს, რომ ის ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ გარდაიცვალა.
მისმა ყველაზე ცნობილმა ფილმმა - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ყველა ხუთი ჯილდო. როგორც საუკეთესო ფილმის, სცენარის, რეჟისურის და ორი მსახიობის საუკეთესო როლის შესრუილებისთვის. ფილმი კენა კიზის რომანის მიხედვითაა გადაღებული.
მილოშ ფორმანი, რომან პოლანსკისთან ერთად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროპელი იმიგრანტი ჰოლივუდში.