თუ ჩვენი ქცევა ეწინააღმდეგება ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს, ვერანაირი საბუთი ვერ დამავალდებულებს მე, რომ ამ წესებს დავემორჩილო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან [„ქართული ოცნების“ რიგებში დისციპლინა უნდა გამკაცრდეს] დაკავშირებით განაცხადა.
ჭიჭინაძემ კობახიძეს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სახალხო განხილვები გაახსენა და განაცხადა, რომ მან მიაყენა შეურაცხყოფა, მიატოვა თავისი თანაგუნდელები სცენაზე და წავიდა
„ფილარმონიიდან რომ გარბის კითხვებიდან გამომდინარე, რა ვქნათ საზოგადოებასაც ავუკრძალოთ კითხვების დასმა? ორი დღეა ვიძახით, რომ განცხადებები არ ვაკეთოთ და მე ვუსმენ, რომ ამძაფრებენ და ამძაფრებენ და იძახიან დისციპლინას. მე მიმაჩნია, რომ დისციპლინაა, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც გააჩნდა მის მიმართ კითხვები, მან მიაყენა შეურაცხყოფა, მიატოვა თავისი თანაგუნდელები სცენაზე და წავიდა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.