უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც ის თავს იკავებს აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან.
"თუ დააკვირდებით, მე ვერიდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და არის მიზეზები, რის გამოც ვერიდები. თითოეული ამ შემთხვევის განხილვა და შეფასება რომ დავიწყო, უნებლიეთ ჩამრთავთ ამ დაპირისპირების ელემენტებში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.