მამა გიორგი დღეს, სერიოზულ განცხადებას გააკეთებს - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვას იტყვის.
„მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგიმ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, ის დღეს პროცესს დაესწრება და საბოლოო სიტყვას იტყვის. ის დეტალურად ისაუბრებს თუ რა სიბინძურესთან გვაქვს საქმე, როგორ და ვის მიერ არის ეს ყველაფერი დაგეგმილი, ასევე რა ინტერესები ჰქონდათ დეკანოზის წინააღმდეგ“, - აცხადებს რამიშვილი.
დღეს დაცვის მხარის საბოლოო სიტყვას მიხეილ რამიშვილი წარმოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის გაასამართლა.