თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის, ელოდებიან კრიმინალისტების დასკვნას, რათა დადგინდეს თუ რა გახდა "მეტროსადგურ" ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის მიზეზი.
კალაძის განცხადებით, გადამოწმდება, მეტროსადგური "ახმეტელი" , რომლის განახლების სამუშაოებიც მეტრო ვარკეთილის მსგავსად, სატრანსპორტო კომპანიამ განახორციელა.
"11-ვე დაშვებული გადაყვანილია საავადმყოფოში, ველოდებით კრიმინალისტებს, რათა დადგინდეს თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი. განახლების სამუშაოები დასრულდა აგვისტოში, და ექსპლუატაციაში მიღებული იქნა სექტემებრში, რითაც ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები, დაისჯება ყველა ვისი ბრალეულობაც დადგინდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობების ხარისხს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მეტრო "ვარკეთილში" შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს