„ახალი გარემოებები ეჭვის სრულ საფუძველს იძლევა, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა. ეს ვინ განახორციელა, დაკავებულმა, თუ სხვამ და ამას ააღებინეს თავის თავზე, არ ვიცი. დაკავებულმა რომ გაისროლა, ამის უტყუარი მტკიცებულება გამოძიებას არ მოეპოვება“, - განუცხდა „ჯი-ეიჩ-ენს“ გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას ადვოკატმა, როლანდ შონიამ.
რუსიების სახლში ამ დრომდე მიმდინარეობს გამოკითხვა. ადვოკატის განმარტებით, ახლა გამომძიებლებს შეკითხვებზე გარდაცვლილის ბებია პასუხობს. შონია იმ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც რუსიას გადრაცვალებას წინ უძღვოდა.
„ვიღაც რუსი პიროვნების დაკავება მოხდა, რომელსაც თან რაღაც მოჰქონდა, სავარაუდოდ, კონტრაბანდა. გარდაცვლილმა დაკავებული პიროვნება უფროსებს გადასცა, რომლებმაც რუსიას უთხრეს, თავისუფალი ხარ, ეს შენი საქმე არ არისო. დაკავებული პიროვნება სადღაც გაქრა“, - აღნიშნავს ადვოკატი.
როგორც შონია აცხადებს, რუსიამ საკუთარი მობილური ტელეფონით ძლადობის ამსახველი კადრების დაფიქსირება მოახერხა. ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს როგორ უსწორდება.
„თუ ვინ არის იქ დაფიქსირებული, დადგენილი არ არის. ალბათ, ამას გამოძიება გაარკვევს. ძალადობის ამსახველი ეს კადრები ზუსტად იქ, იმ საგუშაგოზეა გადაღებული, სადაც რუსია გარდაიცვალა. მან თავისი მობილური ტელეფონი ბებიას ჯარისკაცის ხელით გაუგზავნა და თან ბებიას შეუთვალა, რომ ტელეფონი შეენახა და იქიდან რამე არ წაშლილიყო. ამ გაფრთხილებაზე დაეჭვებულმა ბებიამ კადრები დათავლიერა, რის შემდეგაც ის შვილიშვილთან გაოცებული ჩავიდა. რუსიამ მას სთხოვა, ცოტა ხანი გაჩერდი, აქედან წამოვალ და მერე გეტყვი ყველაფერს, ესენი შეინახე, არ დაკარგოო.
ბექას ადრე შემოთავაზება მიუღია, სამუშაოდაც რომ იქ დარჩენილიყო, თუმცა, დედისთვის უთქვამს, აქ ისე დაიძაბა და შეიცვალა სიტუაცია, გაჩერება კი არა, ერთი სული მაქვს, აქედან როდის წამოვალ, ტელეფონში ვერ გესაუბრები, რომ ჩამოვალ მერე მოგიყვები ყველაფერსო. მას გარდაცვალებამდე დედასთან და ბებიასთან შეხვედრის საშუალება აღარ ჰქონია, ისე მოხდა ვითომ, უბედური შემთხვევა. ბექა 11 დღეში ამთავრებდა ჯარს და სახლში მოდიოდა, მხოლოდ 2 მორიგეობა ჰქონდა დარჩენილი“, - აცხადებს შონია.
მისი განმარტებით, აღნიშნული კადრების შესახებ საქმის კურსში გარდაცვლილის ოჯახის წვერებმა ძალოვანი წუყების წარმომადგენლები ადრეც ჩააყენეს, თუმცა, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ზომები არ მიუღიათ.
„პროკურორს უთხრეს, მობილური დაათვალიერებინეს, მაგრამ ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, ეს არაფერია, უბრალოდ სურათებია, თქვენი შვილის შემთხვევით მოკვლასთან არაფერ კავშირშიაო“, - დასძენს შონია.
ადვოკატი საუბრობს ერთ საეჭვო ზარზეც. როგორც შონია განმარტავს, მას დაფარული ნომრიდან დაურეკეს და საქმის ხელახალი გაჟღერების გამო დაემუქრნენ.
შეგახსენებთ, რომ ბექა რუსია 3 თვის წინ, საგუშაგოზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე ერთი პირია დაკავებული.