"სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს, რადგან ძალიან ბევრი რამ ქვეყნის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმინალთან ბრძოლა არის გამოწვევა - ქურდული სამყარო ამ ყველაფრის ერთგვარი ბუდეა.
"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მოქმედება, რაც აქამდეც იყო და გაგრძელდება. იქ სადაც საჭირო იქნება რეგულაციის გამკაცრება, ჩვენ ამ საკითხს განხილვის რეჟიმში მივყვებით. რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტით დაცული იქნება ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს.