ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი ნაცისტურ გერმანიას შეადარა. "რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები ნაცისტურ გერმანიასა და ირანს შორის არსებობს, მაგრამ ორივე რეჟიმისთვის ერთი რამ არის საერთო: ტირანიისა და ტერორის დამყარება და ებრაელების მკვლელობა", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას არ მისცემს.