იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ექსპრეზიდენტ სალეჰის მომხრებს შორის შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „სკაი ნიუს არაბია“ იტყობინება. არიან დაშავებულებიც. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჰუსიტმა ამბოხებულებმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ხუსიტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციას ახორციელებს არაბული კოალიციაც, რომელსაც საუდის არაბეთი მეთაურობს.