ბელგიის სასამართლო დღეს, კატალონიის ყოფილი ლიდერის საქმეს განიხილავს. კარლეს პუჩდემონის ადვოკატები ექსტრადიციის საკითხზე ბელგიელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. დღესვე გახდება ცნობილი, გაითვალისწინებს, თუ არა ბელგია ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს.
კატალონიის ყოფილი ლიდერის გარდა გადაწყვეტილებას მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრიც ელის. პროცესს პუჩდემონი თანამებრძოლებთან ერთად დაესწრება. პროცესი დახურულია და მედიას სხდომის შედეგებს იურისტები გააცნობენ.