საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძამისი, თემურ ალასანია უკვე სამი საათია, ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და უკრაინაში არ უშვებენ.
,,ჩემი ბიძა, დედის ძმა, უკვე სამი საათია დაკავებული ჰყავთ ბორისპოლის აეროპორტში. ბიძაჩემი აშშ-ში ცხოვრობს. ის მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატია. წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ახლა გადამდგარია და ჩემს სანახავად ჩამოვიდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.