კატალონიაში ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ ორგანიზაცია „ფრონტური“ იტყობინება. სტატისტიკური მონაცემებით, ოქტომბერში რეგიონს მილიონნახევარი ტურისტი სტუმრობდა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,7 პროცენტით ჩამოუვარდება. ტურიზმის შემცირების მიზეზი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რომელიც რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმითა და დამოუკიდებლობის გამოცხადებით იყო განპირობებული.