ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ანდალუსიაში მომხდარი ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები 21-მა ადამიანმა მიიღო. სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან მალაგა-სევილიას მონაკვეთზე გადავიდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.