დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს "ავადმყოფი ლეკვი" უწოდა. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს. შეურაცმხყოფელი ეპითეტით თეთრი სახლის ლიდერმა კიმ ჩენ ინი მას შემდეგ მოიხსენია, რაც ფხენიანმა მორიგი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 210 კილომეტრის მოშორებით, ზღვაში ჩავარდა.