მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა მისი დაკავების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ.
„მივმართავ არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა ადამიანს. ჩემი დაკავების შემთხვევაში მოგიწოდებთ, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების, გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის შენობების ბლოკირება მოახდინოთ, იმიტომ, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ყველა მტკიცებულების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც ისინი პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებენ“, - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში გუშინ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება ქვეყნის მთავარ პროკურორს მისცა.